ჩაბნელებული ცენტრალური პარკი - მერია გარეგანათების სისტემის შეცვლას გეგმავს

15 მაისი 2019, 14:32 1490 ნახვა

,,ბათუმის ცენტრალურ პარკში გარე განათება რამდენიმე ადგილას არ მუშაობს, ის განათება კი  რომელიც ღამით  ინთება საკმარისი არ არის და  სასეირნო ბილიკებამდე ვერ აღწევს“- აცხადებენ მოქალაქეები.

მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ დაზიანებაა ორ დღეში გამოსწორდება.  რაც შეეხება განათებას სულხან ევგენიძის განცხადებით, ამჟამად პარკში დაბალი სიმძლავრის ნათურებია, რომელსაც რამდენიმე დღეში შეცვლიან.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში