ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ქმარი დააკავეს - შსს

15 მაისი 2019, 14:42 3297 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 44 წლამდე ასაკის კაცი, ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წარუდგინეს.

შემთხვევა თეთრიწყაროს რაიონში მოხდა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალს სისტემატურად ამცირებდა,  პატივსა და ღირსებას ულახავდა. აღნიშნულის გამო ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა დაზარალებულის დედამთილის მხრიდანაც გამოიკვეთა, რის გამოც მას ბრალი წარუდგინეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში