პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი პირი, რომელმაც სანდრა რულოვსს შეურაცხყოფა მიაყენა 

14 მაისი 2019, 17:45 1503 ნახვა

ზუგდიდის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს დაუპირისპირდა. ასევე, გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად,  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს.

დაკავებული გელა კვარაცხელიაა, რომელიც ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. სამართალდამცავების თანხლებით პოლიციის შენობაში შესვლამდე კვარაცხელიამ თქვა, რომ ზვიად გამსახურდიას გამო თავს გაწირავს და სანდრა რულოვსს ზუგდიდში არ შეუშვებს.

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს მისი მოწინააღმდეგეები პერიოდულად ახსენებენ, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას უწოდა ბანდფორმირების დამფუძნებელი.

ოპოზიცია ზუგდიდში დღეს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში განაცხადეს, რომ გელა კვარაცხელია „ქართული ოცნების“ წევრი, ან კოორდინატორი არ არის.

ფოტო: livepress.ge

განახლებული:

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი