ზუგდიდში, სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

14 მაისი 2019, 12:40 2429 ნახვა

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,  სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 

ზუგდიდში, ტელეკომპანია „ოდიშის“ ინფორმაციით,  ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, რამდენიმე მამაკაცი რულოვსის თანმხლებ პირებს დაუპირისპირდა. ვიდეოს ტელეკომპანიები ოდიში და რუსთავი ორი ავრცელებენ.

კადრებში ჩანს, რომ მამაკაცები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ფოტოგრაფს, ასევე იმ პირს, რომელიც ფაქტს ვიდეოკამერით იღებენ. კადრებში ჩანს, რომ მათ დაცვის პოლიციიის თანამშრომლები აჩერებენ.  

''ძალიან უხეშად მოვიდნენ, ქართულად და მეგრულად იგინებოდნენ. შემდეგ ჩხუბზე გადავიდნენ. ჩვენს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს დაედევნენ. დაცვის პოლიციას ვთხოვე რომ საპატრულო პოლიციაში დაერეკა. ეს 15 წუთი გრძელდებოდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა. პოლიცია მაშინ მოვიდა, როცა ჩხუბში მონაწილე პირები უკვე წასულები იყვნენ'' - ამბობს ზუგდიდის მერობის კანდიდატი. 

ტელეკომპანია ''ოდიშის'' ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან. ტელეკომპანიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას.

„რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და ფიზიკურადაც შეეხნენ ყველა მათგანს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა“, - ნათქვამია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 


აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში