ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომობილი მოპედს დაეჯახა

14 მაისი 2019, 11:05 3417 ნახვა

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა.

ავარიის დროს მოპედის მძღოლი დაშავდა. მამაკაცს პირველადი დახმარება მოქალაქეებმა ადგილზე გაუწიეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ უწყებაში შეტყობინება არ შესულა. 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში