სკვერები ჩრდილის გარეშე

13 მაისი 2019, 21:09 2283 ნახვა

ერთ თვეში დაიწყება სკვერის გამწვანება ზუბალაშვილის ქუჩაზე, მანამდე კი დასასრულს უახლოვდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ესკიზი, რომელიც თავდაპირველად გავრცელდა, მოქალაქეებს უჩენდა  კითხვას - იქნება თუ არა ამ რეკრეაციულ სივრცეში ჩრდილი?

ცნობისთვის სამშენებლო ობიექტზე პროექტის შესახებ ინფორმაცია არაა განთავსებული.  როგორც ჩანს დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება - ზუსტდება სად და რა სახის მცენარეებს დარგავენ ტერიტორიაზე.  მერიაში გვითხრეს რომ პროექტი ხეებს ითვალისწინებს და სკვერს საბოლოო სახე რამდენიმე წელიწადში ექნება.  ცნობისთვის, ჩრდილის პრობლემაზე საუბრობენ რამდენიმე წლის წინ კეთილმოწყობილ შინდისის გმირების სკვერშიც. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში