EMC - მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ წესს აფასებს

13 მაისი 2019, 17:56 1125 ნახვა

ორგანიზაცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ არასაკმარისად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა უნდა მოხდეს.

მიაჩნიათ, რომ მიღებული კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ გავლენიან ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს როგორც მესამე სექტორში აცხადებენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს კრიტიკული მოსაზრებები, რომლებიც არსებითად შეესაბამება კოალიციის ხედვას.

საკუთარი ერთობლივი წინადადებები წარმოადგინა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროსაბჭოს ოფისმა საქართველოში. კანონპროექტის ავტორებმა კი რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში