''ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა“- კონფერენცია ბათუმში

11 მაისი 2019, 12:10 425 ნახვა

,,ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა“- თემაზე,  ბათუმში ამ წუთებში კონფერენცია იმართება,  სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ეგიდით. შეხვედრაზე,  ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის  საკითხებს, ასევე  შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებს  განიხილავენ. კონფერენცია დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც იღებენ. 

კონფერენციის პარალელურად   იგეგმება  შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრის  გახსნა, რომლის  მთავარი ფუნქცია შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისთვის ახალი პლატფორმების შექმნა იქნება, რეგიონის ეკონომიკური, მათ შორის სატრანზიტო პოტენციალის   კვლევა, ანალიზი და თემატური კონფერენციების გამართვა.   ამასთან  შავი ზღვის ცენტრის დახმარებით აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უახლოეს მიზნებშია ასევე შესაბამისი დარგის სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების   შემუშავება და განხორციელება,  სპეციალურად აჭარის მაღალმთიანეთში  მცხოვრები ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის  კი   პროექტების დაგეგმვა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი