ოპოზიცია ხულოს მერიის თანამშრომელს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

10 მაისი 2019, 17:29 2137 ნახვა

ხულოს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი  დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტს თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. რამაზ შავაძე ირწმუნება, რომ   ვაჟა შავაძე საკუთარი  მეურვეობის ქვეშ მყოფი ოჯახის შემოსავალს  პირადი მიზნებისთვის ხარჯავს. შშმ პირებისგან შემდგარი ხუთწევრიანი ოჯახი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.  

ბრალდებას არ იზიარებს ადრესატი. ვაჟა შავაძე  ოპონენტის განცხადებას წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს.  მისივე განმარტებით,  მეურვეობის ქვეშ მყოფი ოჯახის  შემოსავალს ამავე ოჯახის სურსათისა და მედიკამენტებისთვის ხარჯავს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში