პანკისის ხეობის მოსახლეობა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს უნდობლობას უცხადებენ

10 მაისი 2019, 17:10 1684 ნახვა

პანკისის ხეობის მოსახლეობამ სოფელ დუისში გამართულ შეხვედრაზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. ადგილობრივები სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს უნდობლობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მაჩალიკაშვილისთვის ტერორიზმის ბრალდების წაყენება მისი ოჯახის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაციაა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პანკისთან დაკავშირებული ძალადობრივი პოლიტიკა და ტერორიზმთან ხეობის დაკავშირება შეწყვიტონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში