კინტრიშის ხეობაში შესაძლოა ეთნოსოფელი მოეწყოს

10 მაისი 2019, 14:46 1463 ნახვა

პრეზენტაციის პარალელურად შეხვედრაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზეც ისაუბრეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი რომანაძემ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვა კინტრიშის ხეობის კვლევითი სამუშაოების ჩატარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს.

რომანაძის თქმით, ეკო ტურიზმის განვითარების მიზნით,  მაჭახლის მსგავსად ქობულეთის აღნიშნულ ხეობაშიც ეთნოსოფელი უნდა მოეწყოს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გაითვალისწინებენ თუ არა აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტში თანხას, თუმცა ადასტურებენ, რომ შესაძლოა მაჭახლის მსგავსად ეთნოსოფლის პროექტი ქობულეთში, ქედასა და ხულოშიც განხორციელდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში