21 მედიკოსი მთის სტატუტით სარგებლობას ითხოვს

09 მაისი 2019, 18:06 591 ნახვა

მთის სტატუსით გათვალისწინებულ კანონიერ შეღავათებს ვერ ღებულობს ხულოში მომუშავე 21 მედიკოსი. ხელფასის გაზრდას ისინი იანვრიდან დღემდე ითხოვენ და განცხადებით ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს. 21-ვე მედიკოსი  „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“-ის ხულოს ჰოსპიტალში მუშაობს და ექიმების ყოველთვიური ხელფასი მხოლოდ 170 ლარია, სანიტრების კი 125 ლარი.

მედიკოსთა ანაზღაურების შესწავლა შრომითმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა მედიკოსები სამსახურის დაკარგვის შიშით, პრობლემაზე ღიად არ საუბრობენ.

კომპანია ევექსში კი მსგავსი ხელფასი პრობლემად არ მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ კერძო კომპანია არაა ვალდებული მთის სტატუსი გაითვალისწინოს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევექსთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში