ვირტუალური ლაბორატორია ათ სკოლაში მოეწყობა

08 მაისი 2019, 18:00 1444 ნახვა

ვირტუალური ლაბორატორიები, რომლებიც მოსწავლეებს ფიზიკის მიმართ ინტერესს უზრდის, თანამედროვე ლაბორატორიებით აჭარაში 10 სკოლა უნდა აღიჭურვოს. ერთ-ერთი ასეთი ლაბორატორია სალიბაურის სკოლაში მოქმედებს და ეკრანზე ცდის იმ ნაწილსაც კი ასახავს, რომელიც რეალობაში უხილავია.

ჯერ-ჯერობით ასეთი ლაბორატორიებით მხოლოდ მაღალმთიანი სკოლები აღიჭურვება, ელექტრონული ტენდერი ლაბორატორიების შესაძენად უკვე გამოცხადებულია. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში