რატომ მცირდება სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში?

07 მაისი 2019, 21:00 1261 ნახვა

სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში წლიდან წლამდე მცირდება - მცირდება წარმოება, იზრდება იმპორტი. ამასთან შემცირებულია ტერიტორიებიც, სადაც ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავთ. შემცირებულია მარცვლეული კულტურების და ბოსტნეულის წარმოება - ეს ყველაფერი კი ფასებზე აისახება. პრობლემებს ხელისუფლებაში აღიარებენ, თუმცა ამასთან საუბრობენ ფერემრების პასუხისმგებლობაზეც.

დღეს ბიუჯეტის 4-წლიანი გეგმა წარმოადგინა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. იქნება თუ არა გეგმა ეფექტიანი, ექნებათ თუ არა მოტივაცია ფერმერებს და როგორია სახელმწიფოსთან ერთად, საერთშორისო დონორი და კერძო ორგანიზაციების როლი აგრო-მიმართულების განვითარებაში?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი