სასამართლო დავა საფრთხეს უქმნის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

07 მაისი 2019, 21:00 1496 ნახვა

12 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მორიგი სასამართლო დავა საფრთხეს უქმნის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას. „იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედია პლატფორმების არსებობა“ - წერია განცხადებაში. ამასთან აღნიშნულია, რომ “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას უდავოდ უარყოფითი გავლენა ექნება  2020 წლამდე წინასაარჩევნო გარემოზე და მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე.

12 ორგანიზაცია საუბაორბს მანამდე განვითარებულ მოვლენებზეც - ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ „ბოლო პერიოდში “რუსთავი 2”-ის გარდა, სხვა მედია საშუალებების მიმართ, ტვ “პირველი”, “იბერია TV” და აჭარის ტელევიზია, არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. ეს საკითხები კი უარყოფითად აისახება ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც აფასებს მედიის მდგომარეობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში“ - წერენ ორგანიზაციები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში