ისრაელმა და ღაზის სექტორის მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

06 მაისი 2019, 12:22 1586 ნახვა

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის სასაზღვრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ისრაელისა და ღაზის სექტორის მებრძოლებს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიურ შეტაკებებს 4 ისრაელელი და 23 პალესტინელი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან 600-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, მაშინ როდესაც ებრაულმა მხარემ საპასუხოდ 320 სამიზნეზე მიიტანა იერიში.

დაპირისპირებულ მხარეებს გაერო და საერთაშორისო საზოგადოება სიმშვიდისკენ მოუწოდებს.  როგორც დღეს დილით პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, შეთანხმება შედგა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაწყებული უნდა იყოს. თუმცა, ისრაელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისრაელში ღაზის სექტორის საზღვართან 40 კილომეტრზე მდებარე ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მოსახლეობისთვის დროებითი თავშესაფრები გაიხსნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში