მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

06 მაისი 2019, 12:07 2787 ნახვა

41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოსკოვის ''შერემეტოვოს'' აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში საგანგებო დაშვებისას „აეროფლნავიგაციაოტის“ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელიდან ცდილობდნენ.  

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. როგორც „აეროფლოტის“ წარმომადგენელები აცხადებენ, პილოტი იძულებული გახდა ტექნიკური მიზეზების გამო საგანგებო დაშვება განეხორციელებინა, თუმცა კატასტროფის  ზუსტი მიზეზი არ დაასახელეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში