ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა

04 მაისი 2019, 12:38 1447 ნახვა

პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. ის პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და სარეალიზაციო ფასი 90 ლარია. 

ვერცხლის მონეტა 6 მაისიდან გაიყიდება. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიცია 1919 წელს გამოცემული 10 კაპეიკის ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა და ასევე, ამავე სერიის კიდევ ოთხი ნომინალია 40კ; 50კ; 60კ; 70კ. მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციაა დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე, წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუქა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში