სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა პარლამენტში

03 მაისი 2019, 21:24 1136 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, კითხვა-პასუხის რეჟიმი და დებატები პარლამენტში დასრულებულია. წლიური მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში,   დახურულ ფორმატში წარიმართა.

ვახტანგ გომელაურის მისამართით ოპოზიციას დღეს მწვავე კითხვები ჰქონდა, თუმცა მასზე პასუხების მოსმენის საშუალება საზოგადოებას, დახურული ფორმატის გამო არ მისცემია.   რაც შეეხება  მოხსენებას, მისი მთავარი გზავნილები იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ქმედებები საქართველოში, საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიზნით, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები,  სამოხელეო დანაშაულებები და სხვა ისეთი საკითხები, რომელმაც ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდა უზრუნველყოს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში