პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

02 მაისი 2019, 15:06 927 ნახვა

კანონპროექტი რომელიც წყალგამყოფი გახდა უმრავლესობის წევრებისთვისაც, მიღებულია. პლენარული სხდომა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით ცხარე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე გაიმართა. უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინა, მათ შორის ის რომ არამოსამართლე კანდიდატებმა არ უნდა გაიარონ საკვალიფიკაციო გამოცდები, შემდგომი ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების დამტკიცებაა.

კანონის მოწინააღმდეგე უმრავლესობის ყოფილ წევრებს მიაჩნიათ, რომ ქართულმა ოცნებამ უღალატა იმ პრინციპებს, რომლებითაც იგი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ამ კანონის გამო პოლიტიკური საფასურის გადახდას უწინასწარმეტყველებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში