თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს

25 ნოემბერი 2017, 20:00 819 ნახვა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილი 11 მოქალაქიდან  ერთი აგვისტოს ომში მონაწილეობდა და ავღანეთში სამხედრო მისიით იმყოფებოდა. დაღუპულის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. გარდაცვლილები 22 დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან. უმრავლესობა სასტუმროში, სავარჯიშო დარბაზში დადიოდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამი მათგანი საუნაში გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ცეცხლის შედეგად ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა, რის გამოც, საუნის კარი ჩაიკეტა. დანარჩენი მათგანი კი ძლიერი დაკვამლიანების დროს, ლიფტში გარდაიცვალა, ისინი ქვედა სართულზე ცდილობდნენ ჩასვლას. თვითმხილველების ინფორმაციით ვერც ლიფტის კარის გაღება მოხერხდა. თვითმხილველების ინფორმაცია  არ არის ოფიციალურად დადასტურებული.

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი