სკოლების რეაბილიტაცია

05 ივლისი 2017, 20:00 751 ნახვა

სოფელ კვირიკეს პირველ საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი გასული წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, სარემონტო სამუშაოები განახლდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მათ ხელშეკრულება შეუწყდათ, ტენდერი კი ხელახლა გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლის მოედნების კეთილმოწყობა, სამღებრო სამუშაოები და გათბობის სისტემის მოწყობა 15 აგვისტომდე უნდა დაასრულოს. სულ 71 385 ლარი დაიხარჯება.   სარეაბილიტაციო სამუშაოები ქობულეთის 3 სკოლაში უკვე დასრულდა.

ამავე კატეგორიაში