ირაკლი თურმანიძის ბრინჯაოს მედალი

17 აგვისტო 2016, 00:00 2516 ნახვა

პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში ოლიმპიადაზე ორი ქართველი სპორტსმენი ერთ კვარცხლბეკზე  იდგა. გუშინვე გამოსვლა 105 კგ-ში მესამე ადგილით დაასრულა ბათუმელმა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 448 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის ეთიოპიასთან მე-40 ადგილს იყოფს.

ამავე კატეგორიაში