ენმ საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას ითხოვს

18 ივნისი 2017, 20:00 812 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა ქობულაძე აცხადებს, რომ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხელვაჩაურის მონაკვეთი მგზავრებისთვის უსაფრთხო არაა. ოპოზიციის წევრი ტერიტორიაზე შუქნიშნების, გზის გამყოფისა და გადასასვლელი ხიდების დამონატაჟებას  ითხოვს.    ქობულაძის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე სკოლის მოსწავლეებისთვის გზაზე გადასვლა საფრთხის შემცველია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბათუმის მერიასთან აქციას აანონსებენ

   საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე საჭირო ინფრასტრუქტურა სიჩქარის შემზღუდავი ჰორიზონტალური ბარიერები, ზებრა-გადასასვლელები და საგზაო ნიშნები არსებობს. რაც შეეხება საჰაერო გადასასვლელ ხიდებს, ამ ეტაპზე ეს ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

ამავე კატეგორიაში