11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის საქმეზე მსჯელობა მიმდინარეობს

11 ივნისი 2017, 20:00 766 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის საქმეზე მსჯელობა მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს, 8 ბრალდებული ესწრება. აკაკი კვაჭაძეს კი, მისივე თხოვნით, სასამართლოში ადვოკატი წარმოადგენს. 

დაკავებულების წინააღმდეგ საქმე 2 მუხლითაა აღძრული. გამოძიება მათ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს,  4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. 
საქმეზე სულ 300 პირია დასაკითხი. დღეს პროკურატურის მიერ წარდგენილ 10 მოწმეს დაკითხავენ
წინასწარ პატიმრობაში ამ დროისთვის 20 პირი რჩება.

ამავე კატეგორიაში