გორთან ავტომობილი მატარებელს შეეჯახა

10 ივნისი 2017, 20:00 935 ნახვა

მატარებელს დასუფთავების სამსახურის ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გორთან ახლოს, სოფელ ორთაშენში მოხდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.

მათივე ინფორმაციით, მცირედი დაზიანება მიიღო ავტომობილის მძღოლმა, თუმცა თავს ამჟამად კარგად გრძნობს. რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას ინფორმაციით ავარია არ მომხდარა ცენტრალურ მაგისტრალზე, შესაბამისად სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა არ შეწყვეტილა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი