''ზაფხული იწყება აქ'' - ამ სახელით, ზაფხულის სეზონი აჭარაში ხვალიდან დაიწყება

07 ივნისი 2017, 20:00 944 ნახვა

,, ზაფხული იწყება აქ’’- ამ სახელით, ზაფხულის სეზონი  აჭარაში ხვალიდან დაიწყება. თუმცა ტურისტული სეზონის გახსნამდე,  ქუჩის კონცერტები დღეიდან დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ბსუ-ს ბენდმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

დღის განმავლობაში, კიდევ ორ კონცერტს სხვა ადგილობრივი ბენდები, ბულვარის შესასვლელთან და საბაგიროს ტერიტორიაზე ჩაატარებენ. ხვალ კი სეზონი  ოფიცილაურად 16 საათზე  ალი და ნინოს ძეგლთან გასართობი მუსიკალური შოუთი გაიხნსება. მთელი დღის განმავლობაში,  იქ მისული სტუმრების განწყობაზე  ელექტრონული მუსიკა იზრუნებს,  ეს  და კიდევ სხვა ღონისძიება  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.  

ამავე კატეგორიაში