ლიტვამ რუსეთის საზღვარზე ლითონის ღობის მშენებლობა დაიწყო

05 ივნისი 2017, 20:00 78 ნახვა

ლიტვამ რუსეთის საზღვარზე ლითონის ღობის მშენებლობა დაიწყო. ღობის სიგრძე 45 კილომეტრი იქნება. ლიტვის ხელისუფლების განცხადებით, ღობის ძირითადი დანიშნულება რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებაა. ღობის აგება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2017 წელს, სექტემბერში, კალინინგრადის ოლქში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებენ, რომელშიც 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება. მოსკოვი ვილნიუსს რუსოფობიაში ადანაშაულებს. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კალინინგრადის საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობის შესახებ გააკეთა.

ამავე კატეგორიაში