ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

04 ივნისი 2017, 20:00 813 ნახვა

ხუთმა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, იემენმა და არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა ქვეყანა რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

ამ სახელმწიფოთა მთავრობების მტკიცებით, ყატარი ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ,,ძმებ მუსლიმებს" უჭერს მხარს. ერ-რიადმა ექსტრემიზმისგან ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დოჰასთან საზღვვრები ჩაკეტა. ყატართან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა შეწყვიტა ეგვიპტემაც. ოფიციალურ დოჰაში არაბული ქვეყნების გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვეს და ზომებს გაუმართლებელი უწოდეს. მხარეებს დიპლომატიური მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. 

ამავე კატეგორიაში