მოქალაქე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

31 მაისი 2017, 20:00 881 ნახვა

მოქალაქე დავით ფარტენაძე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ღამის საათებში ის მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან პოლიციელები მივიდნენ და გამოელაპარაკნენ.

დავით ფარტენაძე აცხადებს, რომ მან მანქანის ძარაზე ბავშვის ფეხსაცმელი შენიშნა და სამართალდამცველებს  შეკითხვით მიმართა. ფარტენაძის ინფორმაციით,  ამის გამო პოლიციელმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი პოლიციის მეორე განყოფილებაში გადაიყვანა,  რა დროსაც მისი თქმით,  სხეულზე დაზიანება მიაყენეს. ფარტენაძემ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველის წარმომადგენლობას.  

მომხართან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, თუმცა უწყებიდან ჯერ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. 

ამავე კატეგორიაში