საფეხბურთო კლუბ ხულოს "ხიხანს" დაფინანსება შეუმცირდა

30 მაისი 2017, 20:00 929 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საფეხბურთო კლუბ ხულოს "ხიხანისთვის"  ბიუჯეტის შემცირებას  აპროტესტებს. ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, ცვლილება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გადარიცხულმა თანხამ გამოიწვია. ჯორბენაძის მტკიცებით შემცირებული ბიუჯეტის გამო გუნდი სეზონის დაწყებადე 10-მა ფეხბურთელმა დატოვა, რამაც თამაშებზე უარყოფითად იმოქმედა.

ხულოს საფეხბურთო კლუბის დირექტორი კი ირწმუნება, რომ  ფეხბურთელების ხელფასები არ შემცირებულა.  თემურ ბოლქვაძის ინფორმაციით, გასული წლისგან განსხვავებით სპორტსმენები  12 ნაცვლად 8 თვის ანაზღაურებას იღებენ. მისივე ინფორმაციით, გუნდს ჰესების მშენებარე კომპანიაც აფინანსებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი