მერიაში ამბობენ, რომ სუვენირებით გარემოვაჭრეებს 4 არალეგალი ბიზნესმენი მართავს

21 მაისი 2017, 20:00 1029 ნახვა

ბათუმის მერიის წინ, 60 სუვენირებით  მოვაჭრის აქციის საპასუხოდ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სუვენირებით მოვაჭრეებს 4 ბიზნესმენი მართავს. ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გოგა ლომაძის თქმით, ისინი არც საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, არც იბეგრებიან და ა.შ. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ბიზნესმენებთან რამდენჯერმე ქონდათ შეხვედრა. "რამდენჯერმე შევხდით და შევეცადეთ სამართლებლივ ჩარჩოში მოგვექცია, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მათი საქმიანობით შესწავლაში ჩართულია ფინანსური პოლიციაც"  -  განცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბათუმის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ

ბათუმის მერიაში არ აკონკრეტებენ ბიზნესმენების ვინაობას, მაუწყებელი შეეცადა ინფორმაცია თავად სუვენირების მოვაჭრეებთან გადაემოწმებინათ. გარემოვაჭრეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სუვენირების ბიზნესს ზურაბ და გია ლომთაძეები, ასევე ავთო ბასილაძე კურირებს. 

მაუწყებელი ერთ-ერთ დასახელებულ პირს ზურაბ ლომთაძეს ესაუბრა, იგი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ სუვენირებით ბიზნეს არ კურირებს და ეს მერიის მოგონილია, თუმცა ადასტურებს რომ მერიაში შეხვედრები მას ჰქონდა. 

ფინანსურ პოლიციაში ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ გვპასუხობენ, არიან თუ არა ამ პროცესებში ჩართული კონკრეტული პირები და მიდის თუ არა საქმის მოკვლევა მათი საქმიანობის თაობაზე. ამბობენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და შემდეგ მოგვაწვდიან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

ბათუმის მერიამ, გუშინ ღამის 2 საათზე ე.წ "მორვაგზალის" ტერიტორიიდან სუვენირებით მოვაჭრეების ჯიხურები აიღო. ამ პროცესს მოვაჭრეების მხრიდან წინააღმდეგობა და ხმაური მოჰყვა. დღეს მოვაჭრეების აქციამ მერიასთან გადმოინაცვლა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერია ახალი დიზაინის მხოლოდ 25 ჯიხურს სთავაზობს, მათი მტკიცებით, გარემოვაჭრეები გაცილებით მეტნი არიან. 

ამავე კატეგორიაში