ბათუმის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა გუნდი დატოვა

15 მაისი 2017, 20:00 853 ნახვა

დღეს დინამო ბათუმის პრესს ცენტრის  ოფიციალური ინფორმაციით ლევან ხომერიკმა გუნდი დატოვა. ამ ეტაპზე ბათუმის დინამო ჩემპიონატში ბოლოდან მესამე ადგილზეა და ვინ იქნება ახალი მწვრთნელი ამ დრომდე უცნობია.

ბათუმში რაგბი არენაზე გორის დილასთან დამარცხების შემდეგ, გულშემატკივარი მოედნის გასასვლელთან შეიკრიბა და ლევან ხომერიკის გუნდიდან წასვლას ითხოვდა, თუმცა მთავარ მწვრთნელთან  ერთად  ბათუმის დინამომ კიდევ ერთი მატჩი გამართა, სამტრედიასთან და 0-2 დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის დინამოს ანგარიშზე 4 მოგება და 8 წაგებული თამაშია.

ამავე კატეგორიაში