ბათუმი ბაიკ სეზონის გახსნას მასპინძლობს

05 მაისი 2017, 20:00 840 ნახვა

ბათუმი ბაიკ სეზონის გახსნას მასპინძლობს - საქართველოში მოქმედი ბაიკერული კლუბები უკვე ქალაქში იმყოფებიან და მსვლელობისთვის ემზადებიან. მსვლელობა ახალი ბულვარის ბოლომდე  გაგრძელდება, რომლის შემდეგაც  ანგისის სპორტულ მოედანთან სპეციალურად მოწყობილ სცენაზე დღეს კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ცოცხალ მუსიკას შეასრულებენ სხვადასხვა ბენდები, საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდება

ამავე კატეგორიაში