ძლიერმა ქარმა ქობულეთის მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა

20 აპრილი 2017, 20:00 703 ნახვა

ძლიერმა ქარმა ქობულეთის მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. აბაშიძის ქუჩის 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. 
მოსახლეობა ამბობს, რომ სახურავის შეკეთების მოთხოვნით  გამგეობას არაერთხელ მიმართეს. 
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კორპუსის გადასახურად ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული იყო და ტენდერის გამოცხადებაც იგეგმებოდა. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია დღეს შეიკრიბება.

ამავე კატეგორიაში