მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

17 აპრილი 2017, 20:00 846 ნახვა

„მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" - ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი დამოკიდებულება ვიდეორგოლების საშუალებით აჩვენეს. 
რვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  ოჯახში ძალადობის თემაზე სამოყვარულო ვიდეორგოლები კონკურსის ფარგლებში შექმნეს, სადაც ოჯახში მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობის თემატიკა ჭარბობს. ბათუმელი მოზარდების ხედვით, ძალადობა ოჯახში, ყველაზე ხშირად ნასვამი მამაკაცის მხრიდან ცოლზე განხორციელებულ ზეწოლაში გამოიხატება. 
კონკურსი "მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" პროკურატურამ გამოაცხადა და მთელს საქართველოში, სკოლის მოსწავლეები ამ თემაზე ვიდეორგოლებს ამზადებენ. ბათუმში მოკლე ფილმების ჩვენება იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.
ბათუმში წარმოდგენილ ვიდეორგოლებს შორის გამარჯვებულ სკოლას დღესვე გამოავლენს ჟიური, კონკურსის საბოლოო გამარჯვებული კი მაისი ბოლოს გამოვლინდება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი