შპს "ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობის ნაწილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

13 აპრილი 2017, 20:00 920 ნახვა

შპს "ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე მოსახლეობის ნაწილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. თუმცა, როგორც გაირკვა უფასო ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილს  ეხება, ვინც ფერიის სასაფლაოს მიმართულებით მიდის. ბათუმელების იმ ნაწილზე კი, ვინც  განთიადისა და ერგეს (ხელვაჩაურის) სასაფლაოების მიმართულებით აპირებენ მგზავრობას,  მუნიციპალური შეღავათი არ დაწესდა.

  კითხვით  „რატომ ვრცელდება შეღავათები მოსახლეობის მხოლოდ ერთ ნაწილზე“,  - შპს "ავტოტრანსპორტის" ხელმძღვანელს მივმართეთ.  პაატა დუმბაძის განმარტებით, უფასო ტრანსპორტის რამდენიმე მიმართულებით  დანიშვნა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს. "ტრადიციულად, უფასოდ  ავტობუსი ფერიის მიმართულებით აღდგომაზე, ხოლო ,,ყურბან ბაირამის” დღესასწაულზე  ერგეში დადის", - გვითრა დუმბაძემ.

ამავე კატეგორიაში