დღეს ბათუმში ახალი სასპორტო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.

03 აპრილი 2017, 20:00 130 ნახვა

დღეს   ბათუმში ახალი სასპორტო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. როგორც ცნობილია, ლეონიძის ქუჩაზე აგებულ კომპექსში -  23 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული სახეობის სექციები განთავსდება, მათ შორის სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის, ჭიდაობის, სპორტული ცეკვების, ჭადრაკის, ტაეკვონდოს, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და კრივის ადაპტირებული დარბაზები მოეწყობა. როგორც პროექტის ავტორი აცხადებს, ახალი სპორტული კომპლექსი თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. ჯერჯერობით უცნობია რა თანხები დაიხარჯება ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის პროექტის პრეზენტაციას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძეც ესწრებოდა.

ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი კომპანია “სენსონმის” პროექტით აიგება.   პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ  სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებიც.  ისინი ამბობენ, რომ   პრიექტი მოსწონთ  ,  თუმცა,  შენიშვნები მაინც აქვთ. ისინი  ღია მოედნის მოწყობასა და სასტუმროს ნომრების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.
კომპლექსს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო  ე.წ. „ ბასკოს“  სპორტსკოლის უკან მდებარე ორი სპორტული ცენტრის სანაცვლოდ აშენებს, რომელიც კომპანია   “ორბი ჯგუფმა” შეისყიდა.

ამავე კატეგორიაში