ზურაბ დათუნაშვილი რიო-2016-ს გამოეთიშა

15 აგვისტო 2016, 00:00 2749 ნახვა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია გამოვლენ. მძლეოსნობაში იასპარეზებს ლაშა თორღვაიძე. რიოს ოლიმპიადის მეცხრე დღე საქართველოსთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ბერძნულ-რომაულ სტილში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა. ხვალ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ამ ეტაპზე საქართველოს ორი მედალი აქვს, რომელიც ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. 

ამავე კატეგორიაში