დეპუტატების მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

15 აგვისტო 2016, 00:00 3009 ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ცენტრისტების” გაუქმების მოთხოვნით  “ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ფრაქციის თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, ,,ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამა პროვოკაციულია და ის სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება. მისივე განმარტებით, საარჩევნო კლიპში გაჟღერებული მოწოდებები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პოლიტიკურ სუბიექტს რეგისტრაცია სრულად უნდა გაუუქმდეს.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში