ღორჯომელები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ითხოვენ

27 მარტი 2017, 20:00 163 ნახვა

ღორჯომელები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ითხოვენ. მათი ინფორმაციით, 112-ის კუთვნილი მანქანა, რომელიც ცენტრს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ წელს გადასცა, მწყობრიდან გამოვიდა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ავტომობილების შესაძენად ტენდერი  გამოცხადდა და მალე ახალი ავტომობილი ღორჯომისა და სხალთის მოსახლეობას მოემსახურება.  წელს ღორჯომის ცენტრის კეთიმოწყობაც დაიგეგმა, სამუშაოებისთვის 25 ათასი ლარი დაიხარჯება. 2017 წელს, სოფელ ფონაში, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მდინარის კედელი აიგება და ჯებირებიც მოეწყობა. სამუშაოებისთვის 700 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამავე კატეგორიაში