მორიგი საპროტესტო აქცია „აჭარისწყალ ჯორჯიას“ წინააღმდეგ.

22 მარტი 2017, 20:00 900 ნახვა

მორიგი საპროტესტო აქცია „აჭარისწყალ ჯორჯიას“ წინააღმდეგ. დიაკონძეების მოსახლეობას ბათუმი-ახალციხის გზა აქვთ გადაკეტილი, ისინი კომპანიის ავტომობილებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.  ადგილობრივები ამ ფორმით სოფელში გვირაბის გაყვანას აპროტებენ და ჰესების მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალის შესწავლასთან ერთად კომპენსაციის გაცემას მოითხოვენ. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია. დიაკონიძეებში მცხოვრებლები მოთხოვნების შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.  მათ დღესვე ხულოს გამგებელი გამოეხმაურა, ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით სოფელი დიაკონძეები უკვე შესწავლილია და კომპენსაციები , გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა, თუმცა   ოჯახებს კიდევ ერთხელ შეისწავლიან.

ამავე კატეგორიაში