ამინდის პროგნოზი

22 მარტი 2017, 20:00 1772 ნახვა


გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ცივი, მაგრამ უმეტესად უნალექო ამინდი აღინიშნა.
უახლოეს დღეებში- შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან უფრო ინტენსიურად მოხდება თბილი ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც მომდევნო 5 დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და დღის ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ამინდის პროგნოზი 24 მარტს
ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5, დღისით +14°.
ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3 დღისით +7°.
გოდერძის უღელტეხილი- ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -9 დღისით +7°.
შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:ღამით -2 დღისით +8°.
ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,ჰაერის ტემპერატურა: ღამით 0 დღისით +10°.
ხელვაჩაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +13°
ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +13°.
სოხუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5, დღისით +12°.
ოზურგეთი– უმეტესად მცირე მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +16°.
ზუგდიდი უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +15°.
ქუთაისი- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4, დღისით +16°.
ახალციხე - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3°, დღისით +14.
ცხინვალი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით +15°.
გორი უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით +15°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +15°.
თელავი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2, დღისით +14°.

ავტორი: კობა ფარტენაძე

ამავე კატეგორიაში