ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები გრძელდება.

21 მარტი 2017, 20:00 804 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები გრძელდება. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ზაზა ცინცაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მისი განცხადებით, საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. 
   „დაკავების დროს იუსტიციის სახლთან ვიმყოფებოდი. არ ვილანძღებოდი. 4 საათზე გამოვედი და 6 საათზე დამაკავეს. სპეცრაზმი რომ დავინახე,  უკან დავბრუნდი. დაკავებისას წინააღმდეგობა არ გამიწევია. სრულიად უდანაშაულო ვარ", - აცხადებს ზაზა ცინცაძე. 
   კიდევ ერთ პირს რომან საგინაძეს დღეს სასამართლომ ჯარიმა 100 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ამავე კატეგორიაში