“ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიშა ბოლქვაძის განცხადება

14 მარტი 2017, 20:00 228 ნახვა

 “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მანქანის მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მიშა ბოლქვაძის თქმით,  ავტომობილის  მოვლასა და სათადარიგო ნაწილებისთვის  გამგეობამ  91 963 ლარი გამოჰყო, რაც საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვაა. ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს იქნება კორუფციის წყარო, რადგან  თანხის გახარჯვა  ვერ გაკონტროლდება. გამგებლის მოადგილის განმარტებით, ტენდერით მხოლოდ 7 000 ლარია გათვალისწინებული, დასახელებული თანხა კი იმ სათადარიგო  ნაწილების ფასის ჯამია, რომელთა გამოცვლაც, შესაძლოა, საჭირო გახდეს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი