12 მარტის დილის საათებში აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქეების საქმეების განხილვა გრძელდება.

13 მარტი 2017, 20:00 837 ნახვა

12 მარტის დილის საათებში აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქეების საქმეების განხილვა გრძელდება. ამჯერად მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ცოტნე აბულაძის, ალექსანდრე ბაზახჩიანის და მამუკა ბერიძის საქმეებს განიხილავს. სამივე მათგანს ბრალი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება, რაც სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას გულისხმობს. 
სამივე ბრალდებული ბათუმშია რეგისტრირებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, მამუკა ბერიძე  გორში სწავლობს. დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს რომ მამუკა დაბადების დღეზე იყო ჩამოსული. აქციაზე ძმის მოსაძებნად გავიდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 
ბრალდებულმა ცოტნე ბერიძემ აღიარა რომ აქციაზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბოდიში მოიხადა. სამივე ბრალდებული მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 250-250 ლარით დააჯარიმა.

ამავე კატეგორიაში