აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა

14 აგვისტო 2016, 00:00 2285 ნახვა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა.  ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20-დან 30 ათასამდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. კონფლიქტის განმავლობაში ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული იქნა 2 ათას 500-დან 4 ათასამდე აფხაზი, 20 ათასი აფხაზი კი, ლტოლვილად იქცა. საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. აფხაზეთის მთლიანი ტერიტორია, 24 წლის შემდეგაც მთლიანად ოკუპირებულია, რუსული სამხედრო ძალების მიერ, მმართველობას კი, ამ დრომდე სეპარატისტული ხელისუფლება ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში