“რუსთავი 2”-ის საქმე

08 მარტი 2017, 20:00 714 ნახვა

“რუსთავი 2”-ის საქმე, სამწუხაროდ, არ არის ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავა და მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ სწორად გაიაზროს არსებული რეალობა“, - ასე გამოეხმაურა ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმე არის რიგითი დავა ორ სუბიექტს შორის და მასზე დიდ ყურადღებას არ გაამახვილებდა“. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ, ნაცვლად, კრიტიკისა, მის მიერ ამ საქმეში გადადგმული ნაბიჯები კრიტიკულად გააანალიზოს.

ამავე კატეგორიაში