„ქალებმა შეცვალეს სამყარო და იგი უკეთესი გახადეს“

07 მარტი 2017, 20:00 886 ნახვა

„ქალებმა შეცვალეს სამყარო და იგი უკეთესი გახადეს“

„ქალებმა შეცვალეს სამყარო და იგი  უკეთესი გახადეს“ - ასე ეხმაურებიან ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას რეგიონში მოღვაწე აქტიური ქალები. ისინი დღეს ბათუმის გენდერის მედიაცენტრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. 
  ცენტრის ხელმძღვანელ თამილა დოლიძის ინფორმაციით, ღონისძიებაზე იმ წარმატებული  ქალების ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომლებმაც რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. 
    ქალთა უფლებების დაცვასა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე საუბრობს. 
    შეხვედრაზე დღეს გენდერის მედია-ცენტრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივად მომზადებული გადაცემების ფრაგმენტები აჩვენეს, ასევე აჭარის ტელევიზის დოკუმენტური ფილმის ერთი ისტორიაც გაიხსენეს, რომელიც პირველ მფრინავ ქალზე, ფადიკო გოგიტიძეზე გვიყვება. 
    ღონისძიება  ამერიკის შეერთებული  შტატების განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში