სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო

27 თებერვალი 2017, 20:00 822 ნახვა

 “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს  100 დევნილ ოჯახს დაუფარავს”, - ამის შესახებ მინისტრმა სოზარ სუბარმა  განაცხადა. 
   გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, უწყების მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ  ოჯახებზე გაიცემა, რომლებმაც 2017 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით საცხოვრებელი სახლი შეიძინეს, რომელიც აღნიშნული  ოჯახის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს. 
   იპოთეკური სესხის დაფარვისთვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 20 ათასი ლარია. 
    მინისტრის ინფორმაციით, პროგრამასთან დაკავშირებით უწყებაში  475 განცხადება უკვე შევიდა. 
    სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო

ამავე კატეგორიაში